ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის გიორგი წამალაშვილის 16/03/2023 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ გიორგი წამალაშვილის ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში „ საერთაშორისო ურთიერთობების თეორია“ შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა- ასოცირებული პროფესორი, დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
- დავით მაცაბერიძე–ასოცირებული პროფესორი;
- თორნიკე თურმანიძე - პროფესორი, კომისიის მდივანი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.